Tuesday, June 23, 2015

     ტრენინგის მეცხრე დღეს  მოვისმინეთ ქეთევან მეურმიშვილის პრეზენტაცია "არა თამბაქოს,არა ალკოჰოლს,არა ნარკოტიკს",საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი იყო.ბევრ სიახლეს გაწვდის ნებისმიერი ახლადმოსმენილი პრეზენტაცია.
      მოვისმინეთ ხათუნა მირველაშვილის პრეზენტაცია"ჰიპერტონია".მომეწონა რჩევები,კონკრეტულად,განწყობა შეიქმენით საუკეთესო და ჰიპერტონია არ შეგაწუხებთო :) 
      მაგდა დოჭვირმა წარმოადგინა "კომპიუტერი ყოველდღიურ ცხოვრებაში",მასწავლებლის მიზანი იყო, მოსწავლეებმა რომ უკეთესად გამოიყენონ კომპიუტერი.
       შემდეგი მომხსენებელი იყო მაკაბასილიძე.პრეზენტაციის სახელწოდება "არა ძალადობას"  შუსანიკის წამების მიხედვით.წარმოადგინა ძალიან საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაცია. 
      დიანა იასეშვილის პრეზენტაციის სახელწოდება იყო "რემონტი ჩემს სახლში"
       ეკატერინე თუთაშვილის პრეზენტაციის სახელწოდება იყო "აბესალომი და ეთერი"
       ეკატერინე ალანია-ტუღუშის პრეზენტაციას "ტუბერკულიოზი"
       თამილა ნაცვლიშვილის პრეზენტაციას "მსოფლიოს შვიდი საოცრება"
       მაია ლომიშვილის პრეზენტაციას "ჯეინ ეარი"
       თამარ გურაშვილის "გლობალური დათბობა"
       ბოლოს კი ჩემიპირადი პრეზენტაცია სახელწოდებით " მთის ტრადიციები და ადათ-წესები" 
       
      

       


Monday, June 22, 2015

    დღეს,ტრენინგისმერვე დღეს, დავასრულეთ პროექტის გეგმა,ავტვირთეთ დრაივზე. ვისწავლეთ მოსწავლის ონლაინ კითხვარის შექმნა  და პეიჯების დამატება,რაც ძლიან მომეწონა.  ხვალ პრეზენტაციისთვის უნდა მოვემზადო :) 

Sunday, June 21, 2015

             ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი.ჩამოვწერეთ პროცედურები მიზნებიდან გამომდინარე თითოეულს შევუსაბამეთ აქტივობები. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას,შევქმენით მოსწავლეთა ინდივიდუალურობის დასადგენად შვქმენით თვითსფასების ფორმები. ყველაზე მეტად მომეწონა ინტერნეტში ბლოგზე საქაღალდეების ატვირთვა. 

Saturday, June 20, 2015

საინტერესო და სიახლეებით დატვირთული ტრენინგი იყო.  მეექვსე დღეს გავეცანით მეხუთე მოდულს,  უკუკავშირის რჩევების მიცემას, განმავითარებელ თვითსეფასებას, შეფასების კატეგორიებს, დაგეგმვის ცხრილს. რესურსებში მოვძებნეთ მეტრული სიგიჟე  შევცვალეთ  შეფასების რუბრიკა ჩვენი პრეზენტაციის მიხედვით,  მივანიჭეთ წონა . დრაივზე  გავაზიარეთ ჩვენი პრეზენტაცია ვისწავლეთ ბლოგზე დაშენება. 
განსატვირთად თქვენს მიერ შემოთავაზებული თამაშით კარგად ვიხალისეთ.   მადლობა ასეთი თბილი დამოკიდებულებისათვის <3  

მოსწავლის ნაშრომი

Friday, June 19, 2015

 სასიამოვნო და დასამახსოვრებელი  დღე იყო.  გავიმეორეთ შეფასების ჩარჩო.
გავეცანით მესამე მოდულს და  დავიწყეთ ინფორმაციების მოძიება და ჩამოტვირთვა ,გავაკეთე მოსწავლის ნაშრომი. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას. გავაკეთეთ სლაიდ-შოუ.ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი. 

Saturday, June 13, 2015

          დღეს მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო,გავაკეთეთ  შეფასების ინსტრუმენტის მოკლე მონახაზი.მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება.  დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული იყო.